საარჩევნო სარჩელების განხილვა - სხდომა ცესკო-ში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა დასრულებულია. რვა-საათიანი განხილვის შემდეგ, ცესკო-მ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და ძლიერი საქართველოს საჩივრები არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე მიუთითებდა და არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდა. პერიოდულად, სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ფარულავას ცესკო-ს თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურის თანხლებით დარბაზი დაატოვებინა.

რა სახის დარღვევებზე მიუთითებდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და რა სახის მტკიცებულები წარადგინეს მათ სხდომაზე, – სალომე ქოქიაშვილი დეტალებით პირდაპირ ეთერში.