უკვე 20 საათზე მეტია თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო სარჩელების განხილვა გრძელდება. სასამართლომ გააერთიანა საია-სა და სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ სარჩელები და მოსამართლეთა ერთი კოლეგიის განხილვის ქვეშ მოაქცია. მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ. ამ წუთისთვის პროცესზე კახეთის ოლქში დაფიქსირებულ შესაძლოო დარღვევებს განიხილავენ. პროცესი გუშინ 14 საათზე დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შალვა სუმბაძე თემის დეტალებით #მოამბე