პოლიტიკოსები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე ემზადებიან – პატიების ნაწილი კონსულტაციების რეჟიმზე გადადის. მოლაპარაკებები დაწყებულია. „ლელო“ გეგმავს, რომ განახლებული მარშლის გეგმა გაზაფხულზე წარადგინოს, პარალელურ რეჟიმში კი დისკუსიებს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან მართავს. „ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურ სპექტრში გადაჯგუფება საერთო სურათს ვერ შეცვლის და არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია.