„მშვიდობიანი პოლიტიკური ტრანსფორმაცია 2020“, – ამ სახელწოდებით, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა.
არასაპარლამენტო ოპოზიცია, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, საარჩევნო გარემოს ცვლილების შესახებ მსჯელობდნენ.
კახა კუკავას განცხადებით, საკითხის ირგვლივ შეხვედრები კვლავ გაიმართება და მას შემდეგ, რაც პოზიციები შეჯერდება, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართავენ. კონფერენციაზე მიწვეულებს შორის არ იყვნენ საპარლამენტო ოპოზიცია „ნაციონსლური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.