საარჩევნო რეფორმა - კომისიის პირველი სხდომა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. ჯგუფს შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი ხელმძღვანელობენ. მოსამზადებელი რეფორმა კი იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო.

შეთანხმების მიხედვით, ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, პროექტი კი პირველ მაისამდე უნდა დამტკიცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეები პარლამენტის დატოვებას აანონსებენ.

დეტალებით თეონა მანაგაძე.