საარჩევნო რეფორმის პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილავენ. ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გაცნობის შემდეგ გადაწყდა, რომ ერთი მოსმენით მიღებული პროექტი დაკორექტირდება და 13 ცვლილება შევა. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ რეკომენდაციების არა ნაწილობრივ, არამედ სრულად გათვალისწინებაა აუცილებელი. საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პრაქტიკულად ელექტრონული სისტემით ჩატარდება, ასევე გამკაცრდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე კონტროლი, ცვლილებებია გასაჩივრების ვადებშიც.