პოლიტიკური შეფასებების თემაა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, საარჩევნო პროცესში უცხო ძალების ჩარევასთან დაკავშირებით. ოპოზიციაში აღნიშნულს არასერიოზულად აღიქვამენ და მას მხოლოდ მანიპულაციის მცდელობას უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ ერთადერთი გარე ჩარევა, რომელსაც ქვეყნის დაზიანება შეუძლია, რუსეთისგან შეიძლება მოდიოდეს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა აშკარაა და ასეთი ფაქტები ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ემსახურება.