საარჩევნო პლაკატების განთავსების წესი

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პლაკატების განთავსებას მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში შეძლებენ. დედაქალაქის მასშტაბით, ამისთვის 800-მდე ლოკაცია გამოიყო. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, საარჩევნო პლაკატების განთავსება დროებით შენობა-ნაგებობებსა და მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში, კერძო პირთა საკუთრებაზეა ნებადართული. მისი თქმით, სააგიტაციო მასალების გაკვრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, საკულტო ნაგებობებზე და ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე აკრძალულია. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია დაჯარიმდება.