საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შემდეგ მაჟორიტარული ოლქების ხელახალი გადანაწილება იწყება.
„ქართულ ოცნებას“ გარკვეული მონახაზი უკვე აქვს. 73-დან 30-მდე შემცირებული ოლქები მსხვილდება და თავიდან დგინდება საზღვრები. მმართველი პარტიის გეგმით, მკვეთრად მცირდება ოლქების რაოდენობა თბილისში. მუშაობის პროცესში ხელისუფლება ვენეციის იმ რეკომენდაციას ეყრდნობა, რომელიც ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის მაქსიმალურად დაახლოებას გულისხმობს. ახლა საინტერესოა, იქნება თუ არა მმართველი პარტიის ხედვა მისაღები ოპოზიციისთვის, რომელიც გეგმის შეთანხმებას და მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს.