ამ წუთებში „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ პრეზენტაცია იმართება – ორგანიზატორების განცხადებით, ეს არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე. ასევე დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან. ის მოიცავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას და ემსახურება ამომრჩევლის ინფორმირებას. პრეზენტაციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის, ამერიკის და გერმანიის ელჩები. დიპლომატებმა მედიასთან ასევე კომენტარები გააკეთეს, საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით.