საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები

დიდი ალბათობით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა ცხარე დებატების ფონზე ჩაივლის. „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ვერსიით, იცვლება პარტიების დაფინანსების და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, ასევე სარეკლამო დროის განაწილების პრინციპი, ბლოკების შექმნა კი აიკრძალება. პროექტის მიხედვით, დაფინანსებას მოიპოვებს თუნდაც ერთი საპარლამენტო მანდატის მქონე პარტია.

ავტორების მტკიცებით, ცესკო და ქვედა დონის კომისიები ისე დაკომპლექტდება, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით უფრო ნაკლები წარმომადგენლობა ეყოლება. თუმცა დღეს წარდგენილ პროექტს განსხვავებულად კითხულობენ ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ხელისუფლებასთან რამდენიმე საკითხზე ვერ თანხმდებიან. მათ შორისაა ბლოკების თემა და საეთერო დროის გამოყენების რეგულაციები.