საარჩევნო კოდექსი

საარჩევნო რეფორმაზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წინასწარი შეფასება ცნობილია. დასკვნა პოზიტიურია, როგორც საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა. გივი მიქანაძის ინფორმაციით, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა და არჩევნების შედეგების გადათვლის დამატებითი კრიტერიუმები დადებითად არის შეფასებული.

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 5 ოქტომბერს დაამტკიცა. დოკუმენტის მეორე მოსმენით დამტკიცება კი მომავალ სასესიო კვირაში იგეგმება. ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დღესაც არაერთგვაროვნად აფასებს. ნაწილი რეფორმას ფარსს უწოდებს, ნაწილი კი დოკუმენტს წინ გადადგმულ ნაბიჯს.