საარჩევნო ხმების გადათვლა ზუგდიდში

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ, შემთხვევითი წილისყრის მეთოდით, შვიდი საარჩევნო უბანი უკვე შეარჩია. ხმები გადაითვლება 51-ე, 23-ე, მე-18, მე-14, 29-ე, 59-ე და 93-ე უბნებზე. პროცესში მონაწილეობას მიიღებენ საუბნო კომისიების თავმჯდომარეები, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები და პარტიებიდან დანიშნული კომისიის წარმომადგენლები. გადათვლის პროცესი ყველაგან 17:00 საათზე დაიწყება.