თამარ კორძაიას ბრიფინგი - გამოხმაურება

„გადაამოწმე შენი თავი, თუ სად მიეცი ხმა“ – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას აანონსებს, „რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს იმ უბნების გადამოწმება უნდა შეეძლოთ, სადაც მისცეს ხმა. როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს არ იწვევს ეჭვს ის, რომ არჩევნები ტექნოლოგიური მანიპულაციებითა და მასობრივი გაყალბებით ჩატარდა. კორძაიას თქმით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ითხოვს, ცესკო-ს ვებგვერდზე შექმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ბაზა, რათა მოქალაქეს მიეცეს საშუალება, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მისული ამომრჩევლების სიაში.