ხმების გადასათვლელად, კენჭისყრის გზით, ისანში შვიდი საარჩევნო უბანი შეირჩევა და გადაითვლება. ყველა იმ ადამიანს, რომელიც უბნებზე გადათვლის პროცესს ესწრებოდა, სამი საათით ადრე გადაეცემა ინფორმაცია შერჩეული უბნების შესახებ. პროცესი კი 17:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრას ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ფიქრია ნიკოლაშვილი და კომისიის სხვა წევრები ესწრებიან.
მოამბე