საგამოძიებო კომისიის სხდომა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია გამოკითხვებს განაგრძობს. კომისიის წევრების კითხვებს ამ წუთებში მარნეულის 89-ე საარჩევნო უბნის პასუხისმგებელი პირები პასუხობენ. რის შემდეგაც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ოთხი ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოუსმენენ. აღსანიშნავია, რომ მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანზე ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი დისბალანსი დაფიქსირდა.

დროებითი საგამოძიებო კომისია გამოკითხვებს ორშაბათსაც გააგრძელებს. პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარესა და პროკურატურის წარმომადგენელს 21 ივნისს ელოდებიან. გამოკითხვების დასრულების შემდეგ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნის მომზადებას დაიწყებს. დოკუმენტს დეპუტატები ივლისში, რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.

გაყალბდა თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ვადა 17 ივლისამდე აქვს.