საარჩევნო რეფორმის გარშემო დასკვნითი კონსულტაციები მიმდინარეობს.
პრინციპულ საკითხებზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოზიციები დაახლოებულია. სადავო რჩება ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი. აზრთა სხვადასხვაობაა, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს, თუ პროფესიული ნიშნით არჩეული წევრი. რისკების დასაზღვევად „ქართული ოცნება“ და მისი ოპონენტები ორივე მხარისთვის მისაღებ გზას ეძებენ. რეფორმის პროექტი, რომელშიც ეუთო-ოდირის რეკომენდაციები და შარლ მიშელის შეთანხმების მესამე პუნქტში გათვალისწინებული საარჩევნო ცვლილებები უნდა იყოს ასახული, მომდევნო კვირას ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.