საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. ცვლილებებს დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ. სხდომას წინ უსწრებდა კონსულტაციები პოლიტიკურ მხარეებს შორის. დღეს ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარი დეპუტატების არჩევაზე 40-პროცენტიანი ზღვარი წესდება. ამ წუთებში, სხდომაზე განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. კითხვები ძირითადად ტექნიკური ხასიათის არის. დღის ბოლოს, ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება იგეგმება. საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, რომლითაც „საარჩევნო კოდექსი“ ფუნდამენტურად იცვლება.

ცოტა ხნის წინ, სხდომაზე ინციდენტი მოხდა – თეონა მანაგაძე განაგრძობს საუბარს.

მოამბე