საარჩევნო კამპანიის დაწყება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, რომელიც დეტალურად ასახავს არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებსა და შესაბამის ვადებს. ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, მოქალაქეებისთვის ყველა პირობას ქმნიან, რომ არჩევნების დღეს ყველამ შეძლოს თავისუფლად და უსაფრთხოდ, განახორციელოს საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება.

ანა ბროლაძე ჩაგვერთვება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში – რაზე ამახვილებენ ყურადღებას ცესკო-ში?