საარჩევნო კამპანია მძიმე კოვიდსტატისტიკის ფონზე

პანდემიის პირობებში პოლიტიკური პარტიები პირობას დებენ, რომ საარჩევნო კამპანიას რეკომენდაციების დაცვით წარმართავენ. პოლიტიკოსების განცხადებით, კამპანია შეძლებისდაგვარად უკვე მორგებულია მოქმედ რეგულაციებზე. არ გაიმართება ხალხმრავალი შეკრებები და მასშტაბური ღონისძიებები.

რაც შეეხება ვაქცინაციას, პარტიებში აცხადებენ, რომ კამპანიაში ჩართული მათი წარმომადგენლები ვაქცინირებულები არიან და ისინი მოქალაქეებსაც მიმართავენ, გაიკეთონ აცრა.