შარლ მიშელის შეთანხმების მესამე პუნქტზე დასკვნითი კონსულტაციები დასრულდა.
მასშტაბური საარჩევნო რეფორმის გარშემო პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, რჩება მხოლოდ რამდენიმე სადავო თემა. მათ შორისაა სავარაუდოდ, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი – მხარეები ვერ თანხმდებიან, ამ პოზიციას ოპოზიციის წარმომადგენელი დაიკავებს, თუ პროფესიული ნიშნით არჩეული პირი. ჯერ ისევ სადავო საკითხებზე პოზიციების დასაახლოებლად სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაგრძელდება – კვირის ბოლოს კი რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.