საარჩევნო გარემო შეაფასა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“

წინასაარჩევნო გარემოს შეფასება დაასრულა სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“. აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო არათანაბარი, ხოლო სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებები და მიდგომები საარჩევნო დარღვევების მიმართ უსამართლო და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიკერძოებული. მათივე განცხადებით, გამოვლინდა დეზინფორმაციული კამპანია და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. სადამკვირვებლო მისიამ დადებითად შეაფასა ცესკო-ს მუშაობა, წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა, თქვა, რომ კვლავ გამოწვევად დარჩა საზღვარგარეთ გახსნილი არასაკმარისი უბნები და საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების წილისყრით განაწილების წესი.