როგორია მოლოდინები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე. საარჩევნო სუბიექტები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ. საკუთარ რეიტინგსა და ძალებში დარწმუნებულია მმართველი გუნდი, სადაც მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები ახლა რეფერენდუმის ტოლფასია და ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ფუნდამენტურ ღირებულებებს შორის უწევს. ოპტიმისტურია ოპოზიციის პროგნოზიც, სადაც თვლიან, რომ ახლა ქვეყნის განვითარებისთვის მთავარი ცვლილებებია, რომელიც სწორედ 26 ოქტომბრის შემდეგ უნდა დაიწყოს.