საარჩევნო გარემო - პოლიტიკური შეფასებები

საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ექვსი დღე რჩება. პოლიტიკური სუბიექტები ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ და წინასაარჩევნო გარემოს აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ცდილობს და ამ მიზნით საჯარო სამსახურში დასაქმებულებს პირადობის მოწმობებს სთხოვს. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. ბრალდებებს პასუხობენ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია და ამის დამადასტურებლად ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა მოჰყავთ.