საარჩევნო გარემო - დიპლომატიური კორპუსის შეფასება

ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების გარდა, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების მიერ შექმნილი ჯგუფებიც. გზავნილი ერთია: 31 ოქტომბერს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები თავისუფალ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესსა და სამართლიან კონკურენციას ელოდებიან და ხაზს უსვამენ არჩევნების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს. საელჩოების მხრიდან დაკვირვების ქვეშაა წინასაარჩევნო აქტივობებიც. უფრო დეტალურად საკუთარი დაკვირვების შედეგებზე დიპლომატები არჩევნების დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

თამუნა წიკლაურმა მოისმინა ელჩების გზავნილები.