300-ზე მეტი დაკითხული მოწმე და 21 პირი, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა – ეს არის წინაასარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებულ ინციდენტებზე დაწყებული გამოძიების შედეგები – ერთგვარი ანგარიში შინაგან საქმეთა სამინიტრომ დღეს წარადგინა. მიმდინარე გამოძიების პარალელურად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამზადისი ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უარყოფს.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, რომელიც ოპოზიციამ საარჩევნო კამპანიას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას დაუკავშირა, მარნეულში გამთენიისას მომხდარს ეხება. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ფიზიკურ შეურაცხყოფაში პოლიციის თანამშრომელს ადანაშაულებს, საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა გავრცელებული ვიდეომასალით.