საარჩევნო გადაჯგუფებები ოპოზიციაში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
რა კონფიგურაციით წარდგებიან ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე, გარკვეული კონტურები გამოკვეთილია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებები ჯერჯერობით მიღებული არ არის. ოპოზიციის ნაწილი ისევ ერთიანობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს, ნაწილისთვის კი საერთო სიები მიუღებელია, თუმცა, წინასაარჩევნოდ კოორდინირებულ მუშაობას არ გამორიცხავენ.
პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ქართული ქარტიისა და ასევე ბრიუსელში ხელმოწერილი დოკუმენტების ფონზე, საერთო სამოქმედო გეგმა ამ ეტაპზე ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ. საკუთარ გამარჯვებაში ერთმნიშვნელოვნად დარწმუნებულია მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ნებისმიერი გადაჯგუფება უპერსპექტივოა.