რა კონფიგურაციით წარდგებიან პოლიტიკური პარტიები არჩევნებზე – ოპოზიციის ნაწილი ერთიანობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, გაერთიანების შესახებ პარტიებმა „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „ახალმა“ განაცხადეს, სადაც მოლაპარაკებების მიუხედავად, პარტია „ლელო“ არ არის. როგორც „ლელოში“ განმარტავენ, მოლაპარაკებები სხვა გაერთიანებებთან დაკავშირებით გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მალე შეიტყობს. წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს კიდევ ერთი ახალი პლატფორმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ შემადგენლობასა და გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ აერთიანებს. კამპანიის დაწყება „ნაციონალურ მოძრაობას“ მორიგი შიდა დაპირისპირების ფონზე უწევს. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს გახარიას პარტია, ასევე „ევროპული საქართველო“ და პარტია „გირჩი“. „ქართული ოცნება“ კი დარწმუნებულია, რომ ოპონენტების გადაჯგუფებები უპერსპექტივოა და მხოლოდ პარტიულ მიზნებზე გადის.