რა კონფიგურაციით წარდგებიან ოპოზიციური პარტიები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციის შემდეგ გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს პარტია „ახალის“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერებმა. ამ ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ერთობა გამარჯვების ფორმულაა და ამომრჩეველს ოპოზიციაში არჩევანი უნდა ჰქონდეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ უარყოფენ, რომ ახალი პლატფორმის შექმნა მათი წევრების ნაწილის უკმაყოფილების მიზეზია.