საარჩევნო დავების განხილვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს“და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელები, რომლითაც მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. სასამართლომ სამივე სარჩელი გააერთიანა და ერთობლივად განიხილა. მოსამართლემ გადაწყვეტილება 13-საათიანი სხდომის შემდეგ გამოაცხადა. პროცესზე მოსარჩელეებმა 11 შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლე ივერი აბაშიძემ არც ერთი არ დააკმაყოფილა. მხარეები მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათ დრო დღეს 6 საათამდე აქვთ.