საარჩევნო დავები და გამოძიება

გამოძიება გრძელდება არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე. ოპოზიცია პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და მთავარ გამოსავლად საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მიიჩნევს. მათვე განცხადებით, სწორედ პროკურატურისადმი უნდობლობის გამო მოითხოვეს მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვა. „ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას რეალური მტკიცებულებები არ გააჩნია. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაკითხეს ლონდა თოლორაია, ნათია მეზვრიშვილი, მამუკა ხაზარაძე და ზურა გირჩი ჯაფარიძე. პარალელურად სახელისუფლებო გუნდმა პროკურატურაში მორიგი მტკიცებულებები წარადგინა. საუბარია 102 კონკრეტულ შემთხვევაზე.