ითანამშრომლებს თუ არა ოპოზიცია გამოძიებასთან? – ამ დრომდე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოპოზიცია ქართულ სისტემას არ ენდობა და საერთაშორისო გამოძიების მომხრეა.
მმართველმა გუნდმა კი ოპოზიციის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებზე საქართველოს პროკურატურას მიმართა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათ მიერ მოპოვებული ფაქტებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ეხება. შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაბარებულია ქვეყნის პრეზიდენტიც.