2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლები რჩება. წინასაარჩევნო კონფიგურაციის კონტურები უკვე გამოკვეთილია. „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ და პარტია „ახალის“-„დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთობების შემდგომ, პოლიტიკურ ველზე „ლელოს“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ მესამე, ახალი ერთობა შეიქმნა. ოპოზიციის ნაწილი ახალი ალიანსების შექმნის იდეას მხარს უჭერს, ნაწილი კი მსგავს ერთობებს სკეპტიკურად უყურებს. გადაჯგუფებებს ოპონენტებს შორის არასერიოზულად მიიჩნევს მმართველი პარტია და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.