როდის უნდა მიიღოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები – საკითხი პოლიტიკურ ძალებს შორის დავის საგანია. ოპოზიციის ერთი ნაწილი ცვლილებების მიღებას რიგგარეშე ფორმატში ითხოვს. მეორე ნაწილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ უნდა გახდეს 12 რეკომენდაციის შესრულების წინაღობა.
მმართველი გუნდი კი პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით მიღებული იქნება. საუბარია საარჩევნო ბარიერის ხუთიდან ორ პროცენტამდე დაწევაზე.