პროპორციულ სისტემებში მთავარი სტაბილიზატორი ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერია, – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად არის მრავალპარტიული და მრავალფეროვანი, რადგან რამდენიმე დეპუტატის გამოკლებით, ოპოზიცია წარმოადგენს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“.
ხელისუფლების ოპონენტები კი „ქართულ ოცნებას“ დადებული პირობის შესრულებისკენ მოუწოდებენ და 5%-იანი ბარიერის ორ პროცენტამდე ან სულაც ბუნებრივ ბარიერამდე დაწევას ითხოვენ. ოპოზიცია ფიქრობს, რომ არსებული ბარიერი პარლამენტის ორპარტიულობის საფრთხეს ქმნის.