საარჩევნო ბარიერის თემა პოლიტიკური ვნებათაღელვის თემაა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებამ წინასაარჩევნო პოლიტიკური გადაჯგუფებების საკითხი გაააქტიურა. „ქართული ოცნება“ ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვას და შესაბამისად, 5%-იანი ბარიერის დაწევას არ აპირებს, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ახალ კონფიგურაციებზე უნდა იზრუნონ. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკების შექმნა იკრძალება, ამიტომ ოპოზიციის ნაწილი ცალკეული პარტიების გაერთიანების და ალიანსების შექმნის აუცილებლობაზე იწყებს საუბარს.
მანანა დევაძე არკვევდა, ვის აქვს ოპოზიციაში 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა და რა კონფიგურაციები შეიძლება ვიხილოთ 2024 წლის არჩევნების წინ.