რუსთავის საახალწლო სოფელში სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. სტუმრები გემრიელი კერძებისა და გლინტვეინის დაგემოვნებას, საბავშვო-გასართობი შოუპროგრამების ნახვას და უბრალოდ სასიამოვნო საახალწლო საღამოს გატარებას, დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით შეძლებენ. მთავარ ნაძვის ხესთან შეკრებილებს დღეს ნატო გელაშვილისა და ძმები ჭოხონელიძეებისა და ანსამბლ „თუთარჩელას“ და კამერული ორკესტრის კონცერტი ელოდებათ.