საახალწლო რეპორტაჟები და ჩართვები ყველა რეგიონიდან.
ვნახოთ, როგორ ემზადებიან სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები ახალი წლის შესახვედრად.
არსებობს უამრავი ტრადიცია, რომელიც საახალწლო სუფრის გაფორმებას, კერძებს და სახლის სადღესასწაულო მორთვას უკავშირდება. დავიწყოთ იმერეთით.
ჩვენი ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში ჩავიდა და ქარქაშაძეების ოჯახის საახალწლო სამზადისის თანამონაწილე გახდა.