თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა სოციალური პროგრამით გათვალისწინებული საახალწლო სასურსათო პაკეტები გადასცა.
საახალწლო ამანათი მთაში მცხოვრებ 22 მოქალაქეს დაურიგდა. თუშეთში ფრენა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა შეასრულა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის გახსნამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რეგულარულ ფრენებს ასრულებს და მოქალაქეების ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანას უფასოდ ემსახურება.