საახალწლო ნივთების გამოფენა-გაყიდვა

საპატრიარქოს ბაზაზე არსებული „ახალგაზრდული სახლის“ პროექტში ჩართული მოზარდები საახალწლო ნივთების გამოფენა-გაყიდვისთვის ემზადებიან. გამოფენაზე პროექტში მონაწილე ბავშვები მთელი წლის განმავლობაში შექმნილ ნივთებს წარმოადგენენ, რაც ერთგვარად საპრეზენტაციო ხასიათისაა და აჩვენებს იმას, თუ რა შეისწავლეს მთელი წლის განმავლობაში. ხელსაქმეს და სხვადასხვა პროფესიებს მოზარდები მთელი წლის განმავლობაში ეუფლებიან. „ახალგაზრდული სახლი“ 16-დან 24 წლამდე მოზარდებს აერთიანებს, რომელთაც უკვე დატოვეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემის სახლები. გამოფენა სიმონ ჩიქოვანის 14 ნომერში დღის ბოლომდე გაგრძელდება.