ტრადიცია არც წელს დაირღვევა და მოამბის საახალწლო ეთერში თქვენთვის საყვარელ არაერთ ფილმს და ტელესპექტაკლს ნახავთ.
დღეს რამდენიმე იმ პოპულარულ ფილმს შეგახსენებთ, რომლებიც სწორედ ახალ წლის და შობის დღესასწაულთან ასოცირდება. თითოეული მათგანი უკვე წლებია საახალწლო ფილმების რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს.
ცხოვრება მშვენიერია, ფანი და ალექსანდრე, საშობაო ზღაპარი, მარტო სახლში – ეს ფილმები მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს და, დარწმუნებული ვარ, რომ მათი შეხსენება თქვენც შესაბამის საახალწლო განწყობას შეგიქმნით.
თათია ბუხრაშვილმა გადაავლო თვალი იმ საუკეთესო საახალწლო ფილმების ჩამონათვალს, რომელთა გარეშე ახალი წლის დღეები, ალბათ, უკვე წარმოუდგენელია.