დახმარება მრავალშვილიან ოჯახებს

საქველმოქმედო ორგანიზაცია „ცხოვრება მშვენიერია“ წინასაახალწლოდ 60 მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარება.

პროექტის, „ჩვენ აქ ვართ თქვენთვის“ ფარგლებში, დღეს ორგანიზაცია რამდენიმე ოჯახს ესტუმრა და ტკბილეული და სათამაშოები გადასცა. ფონდი სამი წელია ახორციელებს აღნიშნულ კამპანიას და უკვე დაეხმარა 200-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს. ორგანიზაციის დამფუძნებელი განმარტავს, რომ მსგავსი პროექტები გაგრძელდება და ყოველთვიურ სახეს მიიღებს.