მეორე ტურის წინ ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან ახალ წერილს აგზავნის.
მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვის ადრესატები ამჯერად საჯარო მოხელეები, ჯარი და პოლიცია არიან, რომლებსაც არჩევნების დღის კონტროლისკენ და დემონსტრაციების შემთხვევაში მოქალაქეების მიმართ ხელის აღმართვაზე უარისკენ მოუწოდებს.
წერილის რიტორიკა და აქცენტები მკვეთრად შეცვლილია, რადგან იგივე სამართალდამცავების მიმართ ყოფილი პრეზიდენტი არცთუ შორეულ წარსულში უკრაინიდან მუქარის შემცველ გზავნილებს აქვეყნებდა და თანამოაზრეებს მათ ოჯახებში მისვლისკენაც კი მოუწოდებდა.
მმართველი გუნდი სააკაშვილის მორიგ მიმართვაში არეულობის მცდელობას და ფარისევლობას ხედავს იმ კონტექსტში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამავე დროს შერიგების აუცილებლობაზე საუბრობს. მეორე ტურის წინ „ქართული ოცნება“ საარჩევნო გეგმებზე საუბართან ერთად მთავარ ამოცანად სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების შეხსენებას და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის დასრულებას აცხადებს.