საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ექსპრეზიდენტმა და მისმა უფლებადამცველებმა გააპროტესტეს პროცესის ისეთ დარბაზში ჩატარება, სადაც მონიტორი არ არის და სიტყვით მიმართვის დროს გამოსახულება არ ჩანს. მათ მოითხოვეს პროცესის ისევ იმ დარბაზში გამართვა, სადაც აქამდე ტარდებოდა. თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მიხეილ სააკაშვილმა პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, ძირითადად წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.