საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და სააკაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, 2 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც ადვოკატების განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ხელყოფს ქვეყნის მთავარი კანონით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს.