სააკაშვილის მხარდამჭერები მის გათავისუფლებას ითხოვენ

ბოლო ექვსი თვის საქმიანობა შეაჯამა მოძრაობამ „სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისათვის“. მოძრაობა უკრაინის ხელისუფლებასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, რადგან წევრების შეფასებით, ის პოლიტიკური პატიმარია. მოძრაობამ პირველი კონფერენცია 24 იანვარს ჩაატარა. განიხილეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უფლებრივი მდგომარეობა, ასევე იმსჯელეს სამოქმედო გეგმაზე. მათი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციების საგანია.