„სააკაშვილს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რაშიც იმყოფება, თუმცა, უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა და დახმარება,“ – ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიკოსებმა მედიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს, თუმცა საჭიროა პაციენტის ნება მკურნალობის ეფექტიანობისთვის, სააკაშვილი კი რეკომენდაციების შესრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ იქნება თავისუფალი. მისი მკურნალი ექიმის ცნობით, ტენდენცია არის დამძიმებისკენ მიმართული.