სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას იწყებს - შეფასებები

ხვალიდან პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილის სახელით, წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. ჯაფარიზე გეგმავს ქვეყნის მასშტაბით შეხვდეს ყველას, ვისაც სურვილი ექნება დააფიქსიროს საკუთარი აზრი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, სააკაშვილის ჯანმრთელობასა და ზოგადად, ნებისმიერ მათთვის მნიშვნელოვან თემაზე. ჯაფარიძის განცხადებით, კამპანიის ბოლოს შეგროვილი ინფორმაცია, სამომავლო გეგმების საფუძველი გახდება. ჯაფარიძის აქვს მოლოდინი, რომ სხვა ოპოზიციონერებიც შეუერთდებიან.

სოფო ჯაფარიძის განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიციაში მიაჩნიათ, თუ სააკაშვილი ჩათვლის, რომ ეს კამპანია, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ გააძლიერებს, ვერავინ დაუშლის მას ამ ნაბიჯის გადადგმას. რაც შეეხება უმრავლესობას, მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის გარშემო არსებული ნეგატიური განწყობა, მის პარტიას დიდი ხნის განმავლობაში ექნება ტვირთად.