სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მე-18 სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების ექიმი  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

მისი განცხადებით, მსჯავრდებულის მდგომარეობა სტაბილურია. მოხდა ორგანიზმში კალიუმის დონის აწევა. ბრიფინგზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ მედპერსონალზე, რომელიც ამჟამად მე-18 დაწესებულებაში მუშაობს.