სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამერიკელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა, მის უფლებადამცველებს გადასცეს. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილს აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. ასევე, მისი თქმით, ამერიკელი ექსპერტების დასკვნა სრულიად განსხვავდება ქართველი ექიმების მიერ დადებული დასკვნისგან.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, საქართველოში ხვალ ბრიტანელი ფსიქიატრი, კორნელიუს კატონა ჩამოვა, რომელიც კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილს კვლევებს ჩაუტარებს. შესაძლებელია სააკაშვილისთვის დიაგნოზის დასმის საკითხში კიდევ ერთი ამერიკელი მედიკოსი ჩაერთოს.